ბლოგზე სტუმრების რაოდენობა

Tuesday, March 5, 2013

ჩრდილოეთის გვირგვინი (კორონა ბორეალის)

      მენახირის მახლობლად ციმციმებს პატარა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთის გვირგვინი. ასე უწოდა ჯერ კიდევ პტოლემეოსმა სამხრეთის ცის ანალოგიური ხომლისაგან გამოსარჩევად. ალ-სუფიმ მას გარშემო ორი უბრალო წრეწირი შემოავლო, მათ შორის ვაზისებური ხლართულიორნამენტი ჩახატა, ასე რომ თანავარსკვლავედი გარკვეულ მრგვალ ჩარჩოში მოხვდა. სახე იმდენად დამახასიათებელია, რომ ჯერ კიდევ ძველად, ვიდრე არაბები მას ბერძნულიდან გადაიღებდნენ, თვითონაც ასეთი სახე მისცეს, ოღონდ ხომლის მოხაზულობაში გვირგვინი კი არ დაინახეს, არამედ "ღარიბის ჯამი" ან "ბრძენკაცის თეფში". სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა მითი დაუკავშირეს ამას არაბებმა. ალ-სუფი მხოლოდ მოკლე ცნობას გვაწვდის: ხალხმა ასე უწოდა, რადგან ხომლის შუაში ჩაღრმავებულიაო. ალბათ ის იგულისხმება, რომ ღარიბი კაცი ძველ ჯამს ხმარობს, რადგან ახალის ყიდვა უჭირს, ამიტომაც ხარვეზები აქვს. ბევრად უფრო პოეტურია და თან დრამატულია ის წარმოდგენები, რომელთაც ბერძნები ამ თანავარსკვლავედს უკავშირებენ. მრავალი ერთიმეორის საწინააღმდეგო ვერსიებიდან აქ ერთს მოგითხრობტ:
      კრეტის ძლევამოსილ მეფეს მინოსს ჰყავდა მშვენებით განთქმული ასული არიადნე. ერთხელ მინოსს ზღვათა მეფემ პოსეიდონმა თავისთვის სამსხვერპლოდ მშვენიერი ხარი აჩუქა. მინოსს დაენანა დასაკლავად ასეთი ლამაზი ხარი და ჯოგში გაუშვა, მის ნაცვლად კი სხვა ხარი დაკლა. განრისხებულმა პოსეიდონმა მრისხანე ხარი მინოსის ცოლს პასიფაეს შეაყვარა და ასე იშვა მინოტავრი - მინოსის ხარი, საშინელი ურჩხული, რომელიც მეფემ თავის ლაბირინთში დააბა და იქ მოხვედრილი ადამიანების ხორცით კვებავდა. მეფე თავისი მოხარკე ათენელებისაგან მინოტავრისათვის ითხოვდა შვიდ-შვიდ ჭაბუკსა და ქალწულს ყოველწლიურად და მათ მიწისქვეშა ლაბირინთში აგზავნიდა. ერხელ, როცა როცა ათენს მოხარკეთა გემი მიადგა, სხვა ჭაბუკებთან ერთად გემში ჩაჯდა მეფე ეგეოსის ძე თეზევს, რომლის მამად სინამდვილეში პოსეიდონი ითვლებოდა. სასახლეში თეზევსი არიადნეს შეუყვარდა და მისცა მას ძაფის გორგალი, რომლითაც გმირმა ჭაბუკმა მინოტავრის მოკვლის შემდეგ გზა გაიგნო და თანამგზავრებიც გადაარჩინა. ერთი გადმოცემით, მაშინ არიადნემ თეზევსს აჩუქა აგრეთვე მანათობელი გვირგვინი. ეს გვირგვინი არიადნეს მიღებული ჰქონდა ვაზის ღმერთის დიონისესგან, რომლის დანიშნულიც ის იყო. არიადნეს დახმარებით თეზევსმა თავი დააღწია მინოსის რისხვას და არიადნეს თანხლებით ათენს გაეშურა. გზაში გემი გაჩერდა კუნძულ ნაქსოსთან, სადაც ღამით თეზევსმა სიზმარი ნახა:
      დიონისემ განუცხადა, არიადნე ჩემი დანიშნულია და ნაქსოსზე დატოვეო. თეზევს ასეც მოიქცა. დილას ქალმა გაიღვიძა, აღარც გემი იყო, აღარც თეზევსი, და დაიწყო ტირილი. მალე გამოეცხადე დიონისე, დააწყნარა და ნაჩუქარი გვირგვინი ცაში ისროლა. გვირგვინის თვლები ვარსკვლავებად იქცნენ, გვირგვინი კი შორეულ ცაში მათ გარშემოევლო და ასე დაეკიდა ცარგვალზე. მხატვარმა ოვიდიუსის "მეტაფორფოზების" მიხედვით დახატა "ჩრდილოეთის გვირგვინი", ასე შევიდა ის ატლასებში. დანტე მას "სამოთხის" მეცამეტე სიმღერაში ახსენებს.

ავტორი:კოსმოგრაფი

Saturday, March 2, 2013

ასტროლოგია

მეცნიერება თუ ოკულტიზმი
      მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც სამყარო მუსიკისა და ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე არ წარმომიდგენია. ჩემი ჰობია ადამიანთა ფსიქოტიპის შესწავლა ასტროლოგიის დარგში, რადგან ეს უფრო მეხმარება ურთიერთობაში, გავიგო ის, თუ რა სურს ჩემთან მოსაუბრეს; მისთვის უინტერესო და მოსაბეზრებელი, რომ არ ვიყო.
      ასტროლოგია ფართო მცნებაა, რომელიც მტკიცედ მორწმუნეებს არ სჯერათ და იძახიან, რომ ეს ძალიან იშვიათად ემთხვევა მათ პირად ცხოვრებას. ადამიანთა 8 640 ასტოლოგიური დაბადების ვარიანტი არსებობს:

      V აღმოსავლური სტიქია
 X
      XII აღმოსავლური ნიშანი
 X
      XII დასავლური ნიშანი
 X
      XII საათის ნიშანი
...................................................
8 640 არის ამ მონაცემთა ნამრავლის რაოდენობა

      ასევე ასტროლოგია შეისწავლის: ნუმეროლოგიას, ანუ სხვადასხვა რიცხვში დაბადებული ადამიანი სხვადასსხვა ხასიათის მატარებლები არიან

მაგ: 2, 8, 14, 20, 26 - რიცხვში დაბადებულები
არიან ჯიუტები, და რასაც იტყვიან
იმას აკეთებენ პრინციპის გამო!

      ამ შემთხვევაში 51 840 ფსიქო ტიპი რადგან მრავლდება 6-ზე, მის გარდა ასევე დამოკიდებულია დაბადების დროს პლანეტების განლაგებები.

9 - პლანეტა
1 - მთვარე
1 - მზე

      ანუ (11 X 51840) აქედან გამომდინარე ვიღებთ 570 240 ადამიანთა ასტროლოგიური ფსიქო ტიპი არსებობს 60 წლის განმავლობაში!

ავტორი:კოსმოგრაფი (I ნაწილი)

Tuesday, February 26, 2013

გამანადგურებელი ჯადოები

      ახლა მოკლედ მოგახსენებთ გამანდგურებელი ჯადოების შესახებ. ისინი სხვადასხვანაირად კეთდება. დიდი სიფრთხილეა საჭირო რადგან არასწორად გაკეთებულმა ჯადომ შეიძლება გამკეთებელს მოუტანოს ზიანი.
      ჯადო არის პროგრამირებული უარყოფითი ენერგია, რომელიც მიმართულია განსაზღვრული ადამიანისკენ. ძალიან ადვილია ასეთი ჯადოს გაკეთება, მაგრამ მისი  შედეგების თავიდან არიდება რთული. ამ პოსტში მოვიყვან რამდენიმე იმ სახეობათაგანს რომელიც პირადად მაქვს გაკეთებული. ყველაზე მარტივია როდესაც მიცვალებულს ვატანთ მსხვერპლის პირად ნივთს. მაგალითად თმას, ფრჩხილს ან ტანსაცმელს. ან თუნდაც კუბოში ვდებთ ისეთ ფოტოს სადაც მსხვერპლი გარდაცვალებულთან ერთად არის გამოსახული. ან სულაც ჩუმად ვდებთ კუბოში მსხვერპლის ფოტოს. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ვრცელი შელოცვა. ერთი წინადადებაც კი საკმარისია იმისთვის რომ ჩვენი მსხვერპლი მიცვალებულის გზას გაჰყვეს ცოტა ხანში. ვამბობთ მიცვალებულის სრულ სახელს და ვთხოვთ მალე წაიყვანოს თან მსხვერპლი, რათქმაუნდა ვამბობთ მსხვერპლის სრულ სახელსაც. ამ თემაზე კიდევ დავწერ რამდენიმე პოსტს. ძალიან გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ამ მეთოდებს უმნიშვნელო განაწყენების გამო. ეს არ არის სათამაშო. და გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ სანამ რაიმე მაგიურის გაკეთებას გადაწყვეტთ, ყოველთვის იფიქრეთ შედეგებზე.


ავტორი: ლილითი

Saturday, February 2, 2013

საჩუქრები მტრებისთვის

      ალბათ გაგიგიათ ფრაზა მტერიც უნდა გიყვარდესო. მე პირადად არ ვეთანხმები ამას, რატომ უნდა მიყვარდეს ის ვისაც მე არ ვუყვარვარ? აი ერთი მშვენიერი საჩუქრის ჩუქება კი მიყვარს ხოლმე ასეთი ადამიანებისთვის. ეს არის ბოქლომი, მას აქვს მაგიური დატვირთვა და ხშირად გამოიყენება ისეთ ჯადოებში, რომლის მიზანიც ცხოვრების გზების ჩაკეტვაა. როცა ჯადოს გაკეთებას ვერიდებით ან არ გვაქვს ბოქლომის გარდა სხვა საჭირო საგნები. შეგვიძლია ასე მარტივად მოვუვლინოთ ადამიანს წარუმატებლობა.
      ვიღებთ ახალ ბოქლომს ვკეტავთ და ვამბობთ შემდეგ სიტყვებს.  "როგორც ეს ბოქლომი ჩაიკეტა, ისე ჩაიკეტოს (სახელი,გვარი)-ის ცხოვრების გზები. წარუმატებლობა და იმედ გაცრუება იყოს მისი თანამგზავრი.. (სახელი - (წოდებით ბრუნვაში)) არ გაგიმართლოს, სადაც წახვიდე ყველგან წაიქცე, არ იყოს შენთვის ნუგეში, ყველამ მიგატოვოს და მარტო იტანჯებოდე." შემდეგ ვჩუქნით ადრესატს ბოქლომს, გადავცემთ ხელიდან ხელში. თუ ჩუქება არ გამოდის ვტოვებთ მისი სახლის ზღურბლთან. ზემოთ მოყვანილი სიტყვებს ვამბობთ ღრმა რწმენით და წარმოვიდგენთ თუ როგორ ნადგურდება და იტანჯება ის!

ავტორი: ლილითი

Monday, January 28, 2013

მაგიის კანონები

წინა სიტყვაობა
      მაგიას აქვს თავისი კანონები. მათი დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე!
      I - ცოდნის კანონი.
          >ცოდნა ძალაუფლებაა. როდესაც ვაპირებთ რაიმე ასტრალურ არსებასთან კონტაქტს, ეს იქნება დემონი, გარდაცვლილი სული თუ ანგელოზი უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მასზე, რათა შევძლოთ კონტროლი.

      II - საკუთარი თავის შეცნობის კანონი!
          >იმისათვის, რომ მაგმა შესძლოს პრაქტიკული საქმიანობა აუცილებელია ბოლომდე იცნობდეს და ფლობდეს საკუთარ თავს; შეეძლოს ემოციების მართვა. ის მომზადებული უნდა იყოს ყველანაირი სახის მძაფრი შეგრძნებისთვის, რადგან არსებობს საფრთხე, იმისი, რომ რომელიმე ძალამ დაიმორჩილოს.

      III - მიზეზისა და ეფექტის კანონი!
          >მაგის ნებისმიერ საქმიანობას აქვს მიზეზი. მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ სასიყვარულო შელოცვას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამის მიზეზი. რამდენადაც უფრო სერიოზული და სამართლიანია მიზეზი, მით უფრო ძლიერია შელოცვა.
          >როდესაც ვწყევლით მტერს, ჩვენ მასთან ვაგზავნით ნეგატიურად  დაპრგრამებულ ენერგიას. რაც უფრო საფუძვლიანი იქნება მიზეზი, ამა თუ იმ ადამიანის, ჯადოთი შეკვრის ან დაწყევლის, მით უფრო ძლიერ ეფექტს მივიღებთ.

      IV - სინქრონიზაციის კანონი!
          >როგორც ვიცით, ბუნებაში ბევრი მოვლენა სინქრონულად ხდება. იივე შეიძლება ითქვას მაგიაზეც. რიგ შემთხვევებში სინქრონულად მოქმედი მოვლენები უფრო მეტ ეფექტს გვაძლევს.

      V - ასოციაციის კანონი!
          >პრაქტიკოსი მაგისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონია. მაგალითად, როდესაც ჩვენს წინ არის ორი სურათი, რომლებშიც ვხედავთ როგორც მსგავსებებს ასევე განსხვავებებს, რომლებშიც ასევე შეიძლება შევამჩნიოთ საგნები, რომლებიც ჰგვანან რაღაცით ერთმანეთს, ჩვენ ვახდენთ ასოციაციას. ეს უნარი გვეხმარება სიზმრების ინტერპრეტაციასა და ალეგორიულად დაწერილი მაგიური ნაშრომების სწორად გაგებაში.

      VI - მსგავსების კანონი!
          >როდესაც ამ კანონზე ვსაუბრობთ, მე ჩემდა უნებურად ვიწყებ ფიქრს ვუდუს კულტზე. მაგს უნდა შეეძლოს რაც შეიძლება მეტად დაამსგავსოს მისი ნაკეთობა ობიექტს. მაგალითად როდესაც ვწყევლით მტერს შეიძლება გამოვძერწოთ მისი მსგავსი ცვილის ფიგურა. თუ ეს ფიგურა საერთოდ არ ჰგავს იმ პიროვნებას ვისაც ეკუთვნის, არ არის გამორიცხული, რომ შედეგი საერთოდ ვერ მივიღოთ.
          >იგივე შეიძლება ითქვას ვუდუს თოჯინაზეც.

      VII - კონტაქტის კანონი!
          >ეს კანონი შეეხება ადამიანის უსულო საგნებთან კონტაქტს. როდესაც ვაკეთებთ ადამიანის მსგავს ფიგურას, აუცილებელია გამოვიყენოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებული საგნები. მაგალითად: თმა, ფრჩხილები, მისი სამოსის თუნდაც ნაკუწი. საქმე იმაშია, რომ ამ საგანსა და იმ პიროვნებას შორის არსებობს გარკვეული სახის ენერგეტიკული კონტაქტი; და როდესაც ჩვენ ვაგზავნით ნეგატიურ ან პოზიტიურ ენერგიას, ეს საგანი ერთგვარი გამტარის როლს ასრულებს.

      VIII - სახელის კანონი!
          >როგორც ვიცით, ყველა მაგს აქვს ასტრალური სახელი; რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზების გამო უმხელს სხვებს. სახელის ცოდნის შემთხვევაში, ხდება ობიექტის სრული კონტროლი. მაგალითად ეგზორციზმის რიტუალის დროს. როდესაც ეგზორცი იგებს დემონის ნამდვილ სახელს მაშინ მისი სამუშაოც წარმატებით სრულდება და დემონი განდევნილია. სწორედ სახელებით ხდება ჩვენი იდენტიპიცირება ამ უზარმაზარ სამყაროში.

      IX - სიიტყვის ძალა!
          >ალბათ გესმით თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას. იმასაც ამბობენ, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა. ჩვენი თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ლაპარაკიც იგზავნება ასტრალში და ზემოქმედებს კარმაზე. ამიტომაც, მაგი ფრთხილად უნდა იყოს სიტყვებთან.

      X - გაპიროვნების კანონი!
          >ჩვენ, უნდა შეგვეძლოს უსულო საგნის გასულიერება. მაგალითად, როდესაც გვაქვს ადამიანის ფიგურა, მას ისე უნდა მოვექცეთ როგორც სრულყოფილ პიროვნებას. მისი სახით, ჩვენ კონტაქტი გვაქვს კონკრეტულ პიროვნებასთან.

      XI - მკურნალობის კანონი!
          >მაგს რა მიმართულებითავ არ უნდა მუშაობდეს ის, უნდა შეეძლოს მკურნალობა; პირველ რიგში კი თვით მკურნალობა. ის უნდა აკონტროლებდეს მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ენერგეტიკული და საბრძოლო მაგიაში ხშირად გამოიყენება ნეკრო კინეზი. როდესაც მაგის ძლიერი ვიზუალიზაციის მეშვეობით ხდება, ვთქვათ  ობიექტის გულის გათიშვა; ან საპირისპირო, ანუ ყოველთვის უნდა შეგვეძლოს გაკეთებულის გამოსწორება. არ უნდა შევკრათ ადამიანი ჯადოთი ისე, რომ მისი მოხსნა არ შეგვეძლოს. რამდენად მოვხსნით ეს გადასაწყვეტია, მაგრამ უკან დასახევი გზა ყოველთვის უნდა გვქონდეს.

      XII - მოხმობის კანონი!
          >ჩვენ ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, რაიმე ძალის მოხმობა, სიტყვით ან ქმედებით. მთავარია მოვიხმოთ საჭირო დროსა და ადგილზე, და არა გაუაზრებელი სიტყვის წამოსროლით.

      XIII - იდენტიფიკაციის კანონი!
          >ამ სამყაროში ყველას გვაქვს საიდენტიფიკაციო საშუალებები: პირადობა, ბარათები და ასე შემდეგ. დაახლოვებით იგივეა მაგიურ სამყაროშიც. ძირითადად პიროვნების იდენტიფიცირება ხდება სახელის მიხედვით, შემდეგ ფოტო და ასე შემდეგ.

      XIV - საკუთარი სამყაროს კანონი!
          >როგორც ვიცით მაგი გამოირჩევა უსაზღვრო ფანტაზიით. ის თვითონ ქმნის საკუთარ სამყაროს. მისთვის ეს სამყარო უნდა იყოს მტკიცე და არავის მისცეს უფლება მასში შეჭრის და არც ბოლომდე გააცნოს ვინმეს საკუთარი სამყარო.

      XV - სამყაროს უსასრულობის კანონი!
          >ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სამყარო უსასრულოა. ყველა მაგმა იცის, რომ მისი სამუშაო შესაძლოა უსასრულობაში გაიფანტოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვახდენთ საკუთარი მიკრო სამყაროს სინთეზს ამ უსასრულო სამყაროსთან; რაც ჩემის აზრით გამართლებულია.

      XVI - ნამდვილი სიცრუის კანონი!
          >ალბათ ბევრჯერ წარმოგითქვამთ და გაგიგიათ ფრაზა "ტყუილი არ მიყვარს"?!. ტყუილი არც მე მიყვარს, მაგრამ საჭიროა. ყოველთვის ვერ ვიტყვით სიმართლეს. მაგისთვის მთავარია თუ რამდენად დახვეწილად იტყუება ის. ხშირად, ტყუილები სიმართლედ იქცევა ხოლმე და სწორედ ასე ხდება ნამდვილი სიცრუე სრული ჭეშმარიტება!

      XVII - სინთეზის კანონი!
          >ამ კანონზე ზემოთაც მქონდა საუბარი; როდესაც ვამბობდით, რომ ხდება მიკრო სამყაროს სინთეზი მაკრო სამყაროდან. სინთეზის უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია მაგისთვის. მაგალითად მაგს უნდა შეეძლოს ენერგიის სინთეზი.

      XVIII - დნამიური ბალანსის კანონი!
          >ეს სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონია. "ქმედება იწვევს ტოლ უკუ ქმედებას". როდესაც ჩვენ ასტრალში ვაგზავნით პოზიტიურ ენერგიას გარკვეული დროის შემდეგ ის გვიბრუნდება უკან იმ ძალით, რა ძალითაც გავაგზავნეთ! სწორედ ამიტომ არის შავი მაგების რაოდენობა არც ისე დიდი.

      XIX - მანკიერებისა და პოლარობის კანონი!
          >თითოეულ ადამიანში გარკვეული რაოდენობით არსებობს მანკიერება. და საერთოდაც "რამდენი ბოროტებაცაა სიკეთეში, იმდენივე სიკეთეა ბოროტებაში".

      P.S. - ამ პოსტში მე გესაუბრეთ მაგიის ძირითად პრინციპებზე. ეს ყოველივე გამოცდილი მაქვს პრაქტიკაში. ჩემს ბლოგზე შემდეგი თემები მიეძღვნება ჯადოებს, რომლებიც ასევე გამოცდილი მაქვს პირადად.

ავტორი: ლილითი