ბლოგზე სტუმრების რაოდენობა

Monday, January 28, 2013

მაგიის კანონები

წინა სიტყვაობა
      მაგიას აქვს თავისი კანონები. მათი დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე!
      I - ცოდნის კანონი.
          >ცოდნა ძალაუფლებაა. როდესაც ვაპირებთ რაიმე ასტრალურ არსებასთან კონტაქტს, ეს იქნება დემონი, გარდაცვლილი სული თუ ანგელოზი უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მასზე, რათა შევძლოთ კონტროლი.

      II - საკუთარი თავის შეცნობის კანონი!
          >იმისათვის, რომ მაგმა შესძლოს პრაქტიკული საქმიანობა აუცილებელია ბოლომდე იცნობდეს და ფლობდეს საკუთარ თავს; შეეძლოს ემოციების მართვა. ის მომზადებული უნდა იყოს ყველანაირი სახის მძაფრი შეგრძნებისთვის, რადგან არსებობს საფრთხე, იმისი, რომ რომელიმე ძალამ დაიმორჩილოს.

      III - მიზეზისა და ეფექტის კანონი!
          >მაგის ნებისმიერ საქმიანობას აქვს მიზეზი. მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ სასიყვარულო შელოცვას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამის მიზეზი. რამდენადაც უფრო სერიოზული და სამართლიანია მიზეზი, მით უფრო ძლიერია შელოცვა.
          >როდესაც ვწყევლით მტერს, ჩვენ მასთან ვაგზავნით ნეგატიურად  დაპრგრამებულ ენერგიას. რაც უფრო საფუძვლიანი იქნება მიზეზი, ამა თუ იმ ადამიანის, ჯადოთი შეკვრის ან დაწყევლის, მით უფრო ძლიერ ეფექტს მივიღებთ.

      IV - სინქრონიზაციის კანონი!
          >როგორც ვიცით, ბუნებაში ბევრი მოვლენა სინქრონულად ხდება. იივე შეიძლება ითქვას მაგიაზეც. რიგ შემთხვევებში სინქრონულად მოქმედი მოვლენები უფრო მეტ ეფექტს გვაძლევს.

      V - ასოციაციის კანონი!
          >პრაქტიკოსი მაგისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონია. მაგალითად, როდესაც ჩვენს წინ არის ორი სურათი, რომლებშიც ვხედავთ როგორც მსგავსებებს ასევე განსხვავებებს, რომლებშიც ასევე შეიძლება შევამჩნიოთ საგნები, რომლებიც ჰგვანან რაღაცით ერთმანეთს, ჩვენ ვახდენთ ასოციაციას. ეს უნარი გვეხმარება სიზმრების ინტერპრეტაციასა და ალეგორიულად დაწერილი მაგიური ნაშრომების სწორად გაგებაში.

      VI - მსგავსების კანონი!
          >როდესაც ამ კანონზე ვსაუბრობთ, მე ჩემდა უნებურად ვიწყებ ფიქრს ვუდუს კულტზე. მაგს უნდა შეეძლოს რაც შეიძლება მეტად დაამსგავსოს მისი ნაკეთობა ობიექტს. მაგალითად როდესაც ვწყევლით მტერს შეიძლება გამოვძერწოთ მისი მსგავსი ცვილის ფიგურა. თუ ეს ფიგურა საერთოდ არ ჰგავს იმ პიროვნებას ვისაც ეკუთვნის, არ არის გამორიცხული, რომ შედეგი საერთოდ ვერ მივიღოთ.
          >იგივე შეიძლება ითქვას ვუდუს თოჯინაზეც.

      VII - კონტაქტის კანონი!
          >ეს კანონი შეეხება ადამიანის უსულო საგნებთან კონტაქტს. როდესაც ვაკეთებთ ადამიანის მსგავს ფიგურას, აუცილებელია გამოვიყენოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებული საგნები. მაგალითად: თმა, ფრჩხილები, მისი სამოსის თუნდაც ნაკუწი. საქმე იმაშია, რომ ამ საგანსა და იმ პიროვნებას შორის არსებობს გარკვეული სახის ენერგეტიკული კონტაქტი; და როდესაც ჩვენ ვაგზავნით ნეგატიურ ან პოზიტიურ ენერგიას, ეს საგანი ერთგვარი გამტარის როლს ასრულებს.

      VIII - სახელის კანონი!
          >როგორც ვიცით, ყველა მაგს აქვს ასტრალური სახელი; რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზების გამო უმხელს სხვებს. სახელის ცოდნის შემთხვევაში, ხდება ობიექტის სრული კონტროლი. მაგალითად ეგზორციზმის რიტუალის დროს. როდესაც ეგზორცი იგებს დემონის ნამდვილ სახელს მაშინ მისი სამუშაოც წარმატებით სრულდება და დემონი განდევნილია. სწორედ სახელებით ხდება ჩვენი იდენტიპიცირება ამ უზარმაზარ სამყაროში.

      IX - სიიტყვის ძალა!
          >ალბათ გესმით თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას. იმასაც ამბობენ, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა. ჩვენი თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ლაპარაკიც იგზავნება ასტრალში და ზემოქმედებს კარმაზე. ამიტომაც, მაგი ფრთხილად უნდა იყოს სიტყვებთან.

      X - გაპიროვნების კანონი!
          >ჩვენ, უნდა შეგვეძლოს უსულო საგნის გასულიერება. მაგალითად, როდესაც გვაქვს ადამიანის ფიგურა, მას ისე უნდა მოვექცეთ როგორც სრულყოფილ პიროვნებას. მისი სახით, ჩვენ კონტაქტი გვაქვს კონკრეტულ პიროვნებასთან.

      XI - მკურნალობის კანონი!
          >მაგს რა მიმართულებითავ არ უნდა მუშაობდეს ის, უნდა შეეძლოს მკურნალობა; პირველ რიგში კი თვით მკურნალობა. ის უნდა აკონტროლებდეს მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ენერგეტიკული და საბრძოლო მაგიაში ხშირად გამოიყენება ნეკრო კინეზი. როდესაც მაგის ძლიერი ვიზუალიზაციის მეშვეობით ხდება, ვთქვათ  ობიექტის გულის გათიშვა; ან საპირისპირო, ანუ ყოველთვის უნდა შეგვეძლოს გაკეთებულის გამოსწორება. არ უნდა შევკრათ ადამიანი ჯადოთი ისე, რომ მისი მოხსნა არ შეგვეძლოს. რამდენად მოვხსნით ეს გადასაწყვეტია, მაგრამ უკან დასახევი გზა ყოველთვის უნდა გვქონდეს.

      XII - მოხმობის კანონი!
          >ჩვენ ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, რაიმე ძალის მოხმობა, სიტყვით ან ქმედებით. მთავარია მოვიხმოთ საჭირო დროსა და ადგილზე, და არა გაუაზრებელი სიტყვის წამოსროლით.

      XIII - იდენტიფიკაციის კანონი!
          >ამ სამყაროში ყველას გვაქვს საიდენტიფიკაციო საშუალებები: პირადობა, ბარათები და ასე შემდეგ. დაახლოვებით იგივეა მაგიურ სამყაროშიც. ძირითადად პიროვნების იდენტიფიცირება ხდება სახელის მიხედვით, შემდეგ ფოტო და ასე შემდეგ.

      XIV - საკუთარი სამყაროს კანონი!
          >როგორც ვიცით მაგი გამოირჩევა უსაზღვრო ფანტაზიით. ის თვითონ ქმნის საკუთარ სამყაროს. მისთვის ეს სამყარო უნდა იყოს მტკიცე და არავის მისცეს უფლება მასში შეჭრის და არც ბოლომდე გააცნოს ვინმეს საკუთარი სამყარო.

      XV - სამყაროს უსასრულობის კანონი!
          >ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სამყარო უსასრულოა. ყველა მაგმა იცის, რომ მისი სამუშაო შესაძლოა უსასრულობაში გაიფანტოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვახდენთ საკუთარი მიკრო სამყაროს სინთეზს ამ უსასრულო სამყაროსთან; რაც ჩემის აზრით გამართლებულია.

      XVI - ნამდვილი სიცრუის კანონი!
          >ალბათ ბევრჯერ წარმოგითქვამთ და გაგიგიათ ფრაზა "ტყუილი არ მიყვარს"?!. ტყუილი არც მე მიყვარს, მაგრამ საჭიროა. ყოველთვის ვერ ვიტყვით სიმართლეს. მაგისთვის მთავარია თუ რამდენად დახვეწილად იტყუება ის. ხშირად, ტყუილები სიმართლედ იქცევა ხოლმე და სწორედ ასე ხდება ნამდვილი სიცრუე სრული ჭეშმარიტება!

      XVII - სინთეზის კანონი!
          >ამ კანონზე ზემოთაც მქონდა საუბარი; როდესაც ვამბობდით, რომ ხდება მიკრო სამყაროს სინთეზი მაკრო სამყაროდან. სინთეზის უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია მაგისთვის. მაგალითად მაგს უნდა შეეძლოს ენერგიის სინთეზი.

      XVIII - დნამიური ბალანსის კანონი!
          >ეს სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონია. "ქმედება იწვევს ტოლ უკუ ქმედებას". როდესაც ჩვენ ასტრალში ვაგზავნით პოზიტიურ ენერგიას გარკვეული დროის შემდეგ ის გვიბრუნდება უკან იმ ძალით, რა ძალითაც გავაგზავნეთ! სწორედ ამიტომ არის შავი მაგების რაოდენობა არც ისე დიდი.

      XIX - მანკიერებისა და პოლარობის კანონი!
          >თითოეულ ადამიანში გარკვეული რაოდენობით არსებობს მანკიერება. და საერთოდაც "რამდენი ბოროტებაცაა სიკეთეში, იმდენივე სიკეთეა ბოროტებაში".

      P.S. - ამ პოსტში მე გესაუბრეთ მაგიის ძირითად პრინციპებზე. ეს ყოველივე გამოცდილი მაქვს პრაქტიკაში. ჩემს ბლოგზე შემდეგი თემები მიეძღვნება ჯადოებს, რომლებიც ასევე გამოცდილი მაქვს პირადად.

ავტორი: ლილითი

No comments:

Post a Comment