ახლა მოკლედ მოგახსენებთ გამანდგურებელი ჯადოების შესახებ. ისინი სხვადასხვანაირად კეთდება. დიდი სიფრთხილეა საჭირო რადგან არასწორად გაკეთებულმა ჯადომ შეიძლება გამკეთებელს მოუტანოს ზიანი.
ჯადო არის პროგრამირებული უარყოფითი ენერგია, რომელიც მიმართულია განსაზღვრული ადამიანისკენ. ძალიან ადვილია ასეთი ჯადოს გაკეთება, მაგრამ მისი შედეგების თავიდან არიდება რთული. ამ პოსტში მოვიყვან რამდენიმე იმ სახეობათაგანს რომელიც პირადად მაქვს გაკეთებული. ყველაზე მარტივია როდესაც მიცვალებულს ვატანთ მსხვერპლის პირად ნივთს. მაგალითად თმას, ფრჩხილს ან ტანსაცმელს. ან თუნდაც კუბოში ვდებთ ისეთ ფოტოს სადაც მსხვერპლი გარდაცვალებულთან ერთად არის გამოსახული. ან სულაც ჩუმად ვდებთ კუბოში მსხვერპლის ფოტოს. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ვრცელი შელოცვა. ერთი წინადადებაც კი საკმარისია იმისთვის რომ ჩვენი მსხვერპლი მიცვალებულის გზას გაჰყვეს ცოტა ხანში. ვამბობთ მიცვალებულის სრულ სახელს და ვთხოვთ მალე წაიყვანოს თან მსხვერპლი, რათქმაუნდა ვამბობთ მსხვერპლის სრულ სახელსაც. ამ თემაზე კიდევ დავწერ რამდენიმე პოსტს. ძალიან გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ამ მეთოდებს უმნიშვნელო განაწყენების გამო. ეს არ არის სათამაშო. და გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ სანამ რაიმე მაგიურის გაკეთებას გადაწყვეტთ, ყოველთვის იფიქრეთ შედეგებზე.
ავტორი: ლილითი